Thumbnail

ესპანელი შშმ პირის დაუჯერებელი მიღწევა: 42 კილომეტრი 5 საათში!

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ესპანელმა მორბენალმა ბარსელონას მარათონზე რეკორდი დაამყარა
  • მან ფინიშის ხაზი 5 საათში, 50 წუთსა და 51 წამში გადაკვეთა

ალექს როკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! ესპანელმა სპორტსმენმა მარათონში 42 კილომეტრი დაფარა და ფინიშის ხაზის გადაკვეთა ძალიან ემოციურად აღნიშნა. 

ალექს როკა ცერებრული დამბლით დაავადებული მორბენალია, რომელმაც ბარსელონას მარათონში წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა. მან ფინიშის ხაზი 5 საათში, 50 წუთსა და 51 წამში გადაკვეთა, ასეთი შედეგი კი, აქამდე არავის დაუფიქსირებია.

მარათონის დასრულების შემდეგ როკას მიღწევა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. მაყურებლების უმრავლესობას ამ ფაქტის დაჯერება უჭირდა - როკამ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ რა ძლიერები არიან ამ დაავადების მქონე ადამიანები. 

"ისტორია დაწერილია! პირველი ადამიანი მსოფლიოში 76%-ით შეზღუდული უნარებით, რომელმაც მარათონის დასრულება მოახერხა - 42,195 კმ. ეს მიღწევა მთელი ჩემი გუნდის დამსახურებაა. მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა” - დაწერა როკამ საკუთარ Instagram-ზე.

კომენტარები

ბოლო ამბები