Thumbnail
  • ჯონ მაკარტიმ და ჯოშ ტომსონმა რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის ჩხუბზე ისაუბრეს
  • ყოფილი MMA მებრძოლი და მსაჯი მიიჩნევენ, რომ ბრძოლა ქართველმა მოიგო

MMA-ის ისტორიაში საუკეთესო მსაჯად აღიარებულმა "ბიგ" ჯონ მაკარტიმ Strikeforce-ის ყოფილ ჩემპიონ ჯოშ ტომსონთან ერთად პოდკასტ WEIGHING IN-ში რომან დოლიძისა (12-2) და მარვინ ვეტორის (19-6) ჩხუბზე ისაუბრეს. 

როგორც მაკარტიმ, ისე ტომსონმა, ერთად აღნიშნეს, რომ მსაჯების მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ბრძოლაში ქართველმა გაიმარჯვა. 

ჯოშ ტომსონი: შეიძლება ვცდები, მაგრამ შენც ისე დაითვალე, როგორც მსაჯებმა?

ჯონ მაკარტი: არა! 

ტომსონი: შენც გგონია, რომ დოლიძემ მოიგო?

მაკარტი: ზუსტად ეგრე მგონია. 29:28 რომანის სასარგებლოდ, მე ასე დავთვალე. 

ტომსონი: მგონია, რომ მსაჯებმა ყველაფერი გააფუჭეს. როცა 30:27 გავიგონე, მეგონა რომ გამარჯვებულად დოლიძეს გამოაცხადებდნენ. სრული სიგიჟეა, როგორ შეიძლება ვინმეს დაეწერა, რომ რომან დოლიძემ პირველი რაუნდი წააგო?! ნამდვილად ის ჩხუბი შეაფასეს, რასაც ჩვენ ვუყურებდით? ქართველმა მხოლოდ მეორე რაუნდი ვერ მოიგო, ჩხუბში ნამდვილად გაიმარჯვა. მარვინ ვეტორი ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან ბევრი დარტყმა გაუშვა, ძალიან ძლიერი დარტყმები. 

მაკარტი: მაგრამ ერთი რამ მითხარი ჯოშ, როცა რომან დოლიძე ხარ, როგორ არ უნდა მოახერხო, რომ 3 რაუნდის მანძილზე ბრძოლა პარტერში გადაიყვანო? ეს მისი შეცდომა იყო. 

ტომსონი: ჯონ, ეგრე ხდება, როცა მებრძოლები საკუთარ ფიზიკურ ძალას ზედმეტად მიენდობიან. ხვდებიან, რომ ძლიერები არიან, მოსწონთ თავიანთი ძალა. ასეთ დროს გამუდმებით ნოკაუტს ეძებ და ოქტაგონზე მუშტი უამრავჯერ უნდა მოიქნიო. ნაცვლად იმისა, რომ ერთ ან ერთნახევარ რაუნდში მეტოქე პარტერში დაეფინიშებინა, 3 რაუნდი ნოკაუტის ძიებაში იჩხუბა. მარვინმა ძალიან ძლიერი დარტყმები აიტანა, მეორე რაუნდი მცირედით მოიგო, მაგრამ დოლიძეს რომ შეხედავ, ამ ბიჭს მოგება თავისუფლად შეეძლო, მხოლოდ უფრო ჭკივანურად მოქმედება იყო საჭირო. 

მაკარტი: თუმცა, რომანმა დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მებრძოლია და მისი ადგილი დივიზიონის ტოპ ნაწილშია. 

ტომსონი: ჯონ, დოლიძე იცი როგორ ბიჭს მაგონებს, ყოველი შემთხვევისას, როცა მას ურტყამ, შენ მეტად გტკივა. 

მაკარტი: დიახ, ამ თვისებით იოილ რომეროს ჰგავს. 

ტომსონი: ზუსტად თქვი,  ნადმვილად ეგრეა.

რომან დოლიძე მარვინ ვეტორისთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქართველი მებრძოლი UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში ისევ მე-9 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები