Thumbnail

"მაგიდის დერბი" - ეს არის თამაში ევროპოპის YouTube არხზე, რომელშიც ერთმანეთს სპორტსმენები ან სპორტთან დაკავშირებული ადამიანები უპირისპირდებიან.

ახლახან ახალი ეპიზოდი გამოვაქვეყნეთ. ჩვენი დერბის მაგიდას ამჯერად "კაცების შოუს" წამყვანები, ირაკლი ვახტანგიშვილი და გიორგი ჯანელიძე მიუსხდნენ და საფეხბურთო რებუსებში გზის გაკვლევას შეეცადნენ. ვფიქრობთ, მართლაც განსაკუთრებული დაპირისპირება გამოვიდა.

თამაში სამი რაუნდისგან შედგება. სამივე ძალიან საინტერესო და სახალისოა. ნახეთ "მაგიდის დერბის" ახალი სერია და ველით თქვენს გამოხმაურებებს და რჩევებს ვიდეოს კომენტარებში.

პირველ თამაშში ერთმანეთს რეალის და ბარსას ცნობილი გულშემატკივრები, სპორტული ჟურნალისტები და europop live-ის წამყვანები, გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე დავუპირისპირეთ. კალას და ტატოს დერბის უკვე 91 000-ზე მეტი ნახვა აქვს. მეორე ეპიზოდში ცნობილი მოაზროვნეების, გიორგი ბაქრაძის და გიორგი მოსიძის დერბი შედგა, რომელსაც მოწინააღმდეგეთა გათვალისწინებით, შეგვიძლია მანჩესტერული დერბიც ვუწოდოთ. მათი "დუელი" ჩვენს არხზე ამ დროისთვის 74 000-მდე ადამიანმა ნახა. მესამე ეპიზოდში  დერბის მაგიდას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია მიუსხდნენ (ამ დროისთვის ვიდეოს 70 000-მდე ნახვა აქვს). რუბრიკა ასევე მოიცავს გიორგი სარიშვილისა და გიორგი მდინარაძის, ბასტოს და კორსიზის, სანდრო ცნობილაძის და დავით მინაშვილის დუელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები