Thumbnail

'ეს საკმაოდ რეალურია' - Planet Rugby ამაშუკელის შანსებზე მსოფლიოს თასის ფინალში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

პრესტიჟულმა სარაგბო საიტმა Planet Rugby-მ ნიკა ამაშუკელი იმ 7 არბიტრს შორის დაასახელა, რომელთაც 2023 წლის მსოფლიოს თასის ფინალის მსაჯობის შანსი აქვთ. შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, ნიკა პირველი ქართველი მსაჯი იქნება, რომელიც მსოფლიოს თასზე იმსაჯებს, თუმცა ფინალის მსაჯობა უკვე ძალიან მაგარია!

Planet Rugby-ის სია ასეთია: უეინ ბარნსი (ინგლისი), ბენ ო'კიფი (ახალი ზელანდია), ნიკა ამაშუკელი (საქართველო), ანგუს გარდნერი (ავსტრალია), ლუკ პირსი (ინგლისი), პოლ უილიამსი (ახალი ზელანდია), მატიო რაინალი (საფრანგეთი). 

"მისი ასაკის (28) და გამოცდილების (19 ტესტი) გათვალისწინებით, ამაშუკელი ალბათ, ჭანჭიკია სხვა კონკურენტებთან შედარებით, თუმცა მისი კანდიდატურა სავსებით რეალურია. ის ქართული რაგბის დიდი მეოხი და ადვოკატია, გამოირჩევა რაგბის სიღრმისეული ცოდნით. ჩვენ ვნახეთ მისი ბრწყინვალე გადაწყვეტილება ქვინზისა და შარკსის თამაშში იანვარში. რაც მეტ გამოცდილებას იძენს, მით უფრო პროგრესირებს, ასისტენტების გადაწყვეტილებებს პატივს სცემს. ამაშუკელმა ახლახან საფრანგეთისა და შოტლანდიის მატჩში სწორი გადაწყვეტილებით გააძევა მორაგბე. მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას ამაშუკელის მსაჯობა ძალიან მოსწონს და მის პროგრესზე დებს ფონს. გარდა ამისა, ამაშუკელი ოთხ ენაზე საუბრობს თავისუფლად, ეს კი დიდი დამხმარეა", - წერს "პლანეტ რაგბი", რომლის მიხედვითაც ნიკას შანსები 7 ერთთანაა. ეს მესამე შედეგია კანდიდატთა შორის, ვეინ ბარნსი კი აშკარა ფავორიტია, მას ალბათ, ინგლისის ფინალში გასვლა თუ შეუშლის ხელს. 

"პლანეტ რაგბი" აცნობიერებს, რომ ნიკასთვის ფინალის მსაჯობა ჯერ შესაძლოა, ადრეც იყოს, მაგრამ გამოცემას მიაჩნია, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იმსაჯებს ამაშუკელი ჯგუფურ ეტაპზე, როგორ წარმოაჩენს თავს მისთვის სადებიუტო მსოფლიოს თასზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები