Thumbnail
  • კავკასია 77:83 ოლიმპი
  • დავით როგავას გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა

დავით როგავას ოლიმპმა საქართველოს საკალათბურთო თასზე კავკასიას საპასუხო მატჩიც მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ოლიმპის კალათბურთელებს პირველი შეხვედრა 7 ქულით ჰქონდათ მოგებული (92:85). მათ ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და მეტოქეს მეორე მატჩშიც აჯობეს - 83:77.

კავკასიამ მატჩი იდეალურად დაიწყო. ბექა წივწივაძის გუნდმა პირველი პერიოდი 8 ქულით მოიგო, თუმცა ოლიმპმა მეორე პერიოდში მეტოქეს 11 ქულით აჯობა და ტაიმიც 3 ქულიანი უპირატესობით დაასრულა - 47:44.

ლუკა კალატოზიშვილს მაგარი მატჩი ჰქონდა. მან 14 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ლინტონ აკლიესეს ასევე 14 ქულა ჰქონდა. 10 ქულაზე მეტი ოლიმპის კალათბურთელებიდან ობრი მაკალპინმა (13 ქულა), ლუკა ლიკლიკაძემ (12 ქულა) და გიორგი ტურძილაძემ (11 ქულა) დააგროვეს. კავკასიას აიზია ელისმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო და ბურთი ფარიდან 15-ჯერ მოხსნა

ოლიმპი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. ოლიმპის გარდა, ნახევარფინალის საგზური თსუ-მ და ბათუმმა მოიპოვეს. დავით როგავას გუნდი 31 მარტს სუპერლიგაში კავკასიას ეთამაშება, მაგრამ ამ მატჩამდე ოლიმპი სომხეთში გაემგზავრება და კავკასიის ლიგის მოგებას ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები