- 📅 25 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 18:00 | ⚽ საქართველო V მონღოლეთი
- 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
- საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.
ჩვენმა გუნდმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. 23 მარტიდან ჩვენი გუნდი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელთან ერთად მოემზადება.
მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ.
გვექნება ამბიცია და დანარჩენი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, ჩვენს მომზადებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად თუ ვიქნებით, გვაქვს შანსი, რომ ჯგუფში ჩვენი სათქმელი ვთქვათ.
ყოველთვის ვამბობ, რომ ნაკრები ჩემი საყვარელი ადგილია. მით უმეტეს, ისეთ ნაკრებში ყოფნა, სადაც ძალიან ბევრი წარმატებაა, ბევრი შრომა იდება და მიზანდასახული გუნდია. საამაყოა იყო ასეთი გუნდის წევრი და კაპიტანი".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი.
დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, მამუკა კობახიძე, საბა კვერკველია, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, გიორგი წიტაიშვილი.
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი, ლუკა გაგნიძე, გაბრიელ სიგუა, გიორგი აბურჯანია, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ბერიძე.
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაძე.
კომენტარები