Thumbnail
  • ტექსასელმა ფანებმა ასეთი რამ ნამდვილად პირველად ნახეს
  • გოლდენ სტეიტს 2 ქულა უბრალოდ აჩუქეს
  • მომხდარი მსაჯების კურიოზული გადაწყვეტილების ბრალია

ასეთი მომენტი, ასეთი გაუგებრობა NBA-ს უდიდესი ისტორიისთვისაც კი სიახლეა.

დალასი დირკ ნოვიცკის თვალწინ გოლდენ სტეიტთან 125:127 დამარცხდა, მაგრამ მატჩის შემდეგ ყველა ერთ მომენტზე ლაპარაკობს - სცენაზე, რომლის მსგავსი NBA-ს ისტორიაშიც ალბათ ძალიან იშვიათად უნახავთ (თუკი საერთოდ უნახავთ).

აი, რა მოხდა: მესამე პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გოლდენ სტეიტმა ბურთი დალასის ფარქვეშ დაკარგა. მომხდარი მსაჯმაც ასე აჩვენა და დარბაზის გამომცხადებელმაც ასე გამოაცხადა. დალასელებმა ამის შემდეგ ტაიმაუტი აიღეს, რათა მომდევნო შეტევაზე ემსჯელათ, მაგრამ დაბრუნებისას ყველაფერი სხვანაირად მოხდა. როგორც აღმოჩნდა, მსაჯებს გადაწყვეტილება შეცვლილი ჰქონდათ და ბურთი გოლდენ სტეიტს მისცეს - ოღონდ, დალასის კალათბურთელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

მივიღეთ ის, რომ გოლდენ სტეიტის კალათბურთელებმა ბურთი ძალიან სწრაფად და ისე გაითამაშეს, ხელი არავის შეუშლია და კევონ ლუნიმაც კარიერაში ყველაზე ადვილი ბურთი ჩააგდო. 

მატჩის შემდეგ ამ ამბავს მთელი საკალათბურთო სამყარო გამოეხმაურა, უმეტესად სიცილის ემოჯებით, ყველაზე საინტერესო კი დალასის მფლობელის, მარკ კიუბანის პოსტი გახლდათ.

“ტაიმაუტის დროს რეფერიმ გადაწყვეტილება შეცვალა, ჩვენთვის კი არაფერი უთქვამს. როცა მსაჯებმა დაინახეს, რომ ჩვენ ისე დავდექით, თითქოს ბურთი ჩვენი იყო, რეფერიმ მაინც ძალიან უბრალოდ მისცა ბურთი გოლდენ სტეიტს. ჩვენთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს!” - წერს დალასის შეფი ტვიტერზე, - “ეს ალბათ მსაჯების ყველაზე საშინელი Non-Call-შეცდომა იყო NBA-ს ისტორიაში. უბრალოდ უნდა ეთქვათ ჩვენთვის და ეს არ გააკეთეს. სიგიჟეა, თამაშიც ხომ 2 ქულით წავაგეთ.”

The Athletic-ის შემს შარანია წერს, რომ დალასი მომხდარის გამო NBA-ში ფორმალურ პროტესტსაც გეგმავს.

ჰო, მართლა: დალასს ლუკა დონჩიჩი დაუბრუნდა და მაშინვე საუკეთესო მექულე გახდა - სლოვენიელმა 30 ქულა ჩააგდო და 17 ასისტი გააკეთა. ტექსასელთალთვის ეს პლეი ოფისთვის ბრძოლაში ძალიან სამწუხარო მარცხია. მავსი, რომელსაც ამჯერად კაირი ირვინგი აკლდა, მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

კომენტარები

ბოლო ამბები