Thumbnail
  • ნიდერლანდების ნაკრები პარიზში გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება
  • რონალდ კუმანმა ფეხბურთელები 21-წლამდე ნაკრებიდანაც გამოიძახა 

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ საკვალიფიკაციო ციკლში ასპარეზობას საფრანგეთთან დაპირისპირებით იწყებს. რონალდო კუმანის გაწვრთნილი ფეხბურთელები 24 მარტს პარიზში სტუმრად ითამაშებენ, რის შემდეგაც საკუთარ მოედანზე, 27 მარტს, გიბრალტარის ნაკრებს შევხდებიან.

ნიდერლანდების ნაკრები პარიზში დიდი დანაკლისით ჩადის. ვირუსის გამო, კუმანს 5 ფეხბურთელი გამოაკლდა. ნაკრებს ვერ დაეხმარებიან: სვენ ბოტმანი (ნიუკასლი), კოდი გაკპო (ლივერპული), მატეის დე ლიხტი (ბაიერნი), ჯოი ვეერმანი (პსვ) და ბარტ ვერბრუგენი (ანდელეხტი). გაკპოსა და დე ლიხტის გარდა, სამივე მოთამაშე ნაკრებში პირველად გამოიძახეს და ისინი პირველი მატჩების ჩასატარებლად მზად იყვნენ.

ამ ხუთეულის ნაცვლად კუმანმა ჯერ მხოლოდ სამი მოთამაშე გამოიძახა: რაიან გრავენბერხი (ბაიერნი), კიელი შერპენი (ვიტესი) და სტეფნ დე ვრეი (ინტერი). ნიდერლანდები B ჯგუფში თამაშობს, სადაც საფრანგეთისა და გიბრალტარის გარდა, ირლანდია და საბერძნეთიც არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები