Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ სფფ-ს პრესსამსახურთან
  • 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სფფ-ის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე თემაზე ისაუბრა. მათ შორის, დინამო ბათუმში გატარებულ დროზე, საკუთარ თავსა და ნაპოლიზე.

...ნაპოლიმდე დინამო ბათუმში პერიოდზე: "ბათუმში რომ ჩავედი, იქ თავდაჯერება დამიბრუნეს. ყველა თამაშზე სავსე იყო სტადიონი, თავი ისე ვიგრძენი, როგორც ევროპის დიდ გუნდში. გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. დინამო ბათუმმა დიდი როლი ითამაშა ნეაპოლიში წასვლის წინ".

...გაუმჯობესებულ სათამაშო ასპექტზე: "ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ალბათ, დაცვითი თამაში გავაუმჯობესე - უფრო გუნდურად ვთამაშობ. მქონდა ის მინუსი, რომ ბალანსს ვერ ვპოულობდი, უფრო მეტად ჩემს თავზე ვიღებდი თამაშს, მაგრამ ასეთ გუნდსა და ნაკრებში თამაშმა მოიტანა ეს შედეგი, რომ უფრო გუნდთან ერთად ვითამაშო, რადგან გუნდურობის გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ ვიქნებოდი".

...ნაპოლიში გატარებულ საწყის პერიოდზე: "პირველად, როცა ნეაპოლში ჩავედი, ზოგი კარგს ამბობდა, ზოგი - ცუდს. პირველივე თამაშში გოლი რომ გავიტანე, ჩემში თვითრწმენა ამაღლდა, ვიფიქრე, რომ მეც შემეძლო იმ დონეზე თამაში, რა დონის ფეხბურთელებიც სერია A-ში არიან. ჩემს თავში ვიპოვე რწმენა, რაც შემდგომში დამეხმარა".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა (მათგან ერთი თავად გაიტანა). საქართველოს ნაკრებში ხვიჩას დებიუტი 2019 წელს ჰქონდა. მას შემდეგ მან ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა (საიდანაც 2 თავად გაიტანა).

კომენტარები

ბოლო ამბები