- იტალია 1:2 ინგლისი
- 'ფრეს ვიმსახურებდით, რეტეგის ცოტა დროც უნდა' - მანჩინი ინგლისთან მარცხზე
- რონალდოს რეკორდი და მაგარი ჯარიმა - პორტუგალიამ ლიხტენშტაინს მოუგო
- სლოვენიის ქამბექი ასტანაში - ევრო 2024 შუა აზიაში დაიწყო
დასკვნა: ევროპის ჩემპიონი იტალია უჩვეულოდ სუსტი გუნდია. რობერტო მანჩინის გუნდმა ტიტულის დაცვა "მარადონაზე" მარცხით დაიწყო - ევრო 2024-ის პირველ შესარჩევ მატჩში (C ჯგუფი) გარეთ საუთგეიტის ინგლისთან 1:2 დამარცხდა.
ამ მატჩით ბევრი რეკორდი დაემხო - ინგლისმა იტალიას სტუმრად 1961 წლის შემდეგ პირველად მოუგო (თან, ის მატჩი სულაც ამხანაგური იყო) და უშუალო შეხვედრებში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. იტალიამ ბოლოს ევროს საკვალიფიკაციო შინ გასულ საუკუნეში დათმო და ახლა ეს 24-წლიანი პაუზის მერე გამეორდა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე იტალიამ 14-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

'სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე' ანგარიში უკვე მე-13 წუთზე გაიხსნა - ჯიჯი დონარუმამ ბელინგემის სახიფათო დარტყმული მოიგერია, მაგრამ კუთხურიდან ბურთი ჰარი კეინს მიუვიდა, ცენტრფორვარდის დარტყმული იტალიელმა მცველებმა კი დაბლოკეს, მაგრამ დეკლან რაისმა დაამატა და ინგლისის ნაკრები დაწინაურდა.
ტაიმის მიწურულს დი ლორენცომ ხელით ითამაშა და VAR-ზე შემოწმების შემდეგ არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჰარი კეინმა გოლად აქცია. ეს ჰარის 54-ე გოლია ეროვნულ გუნდში და ის ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა.
56-ე წუთზე არგენტინიდან მიწვეულმა დებიუტანტმა მატეო რეტეგიმ ერთი ბურთი გაქვითა. ამის შემდეგაც მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო, ბოლოს ინგლისი 10 კაცითაც დარჩა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ბერგამოს ატალანტას 20 წლის შემტევი რასმუს ჰოილუნდი მსოფლიო ფეხბურთის ახალი ვარსკვლავია. 20 წლის დანიელმა ფინეთს პირადად მოუგო - ჰეთ ტრიკი შეასრულა - 3:1. ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩები 24 მარტს გაგრძელდება. მთავარი დაპირისპირება "სტად დე ფრანსზეა", სენ დენიში საფრანგეთი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
იტალია 1:2 ინგლისი
გოლები: 0:1 რაისი (13), 0:2 კეინი (44-პენალტი), 1:2 რეტეგი (56. პელეგრინის პასით)
იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ტოლოი, აჩერბი, სპინაცოლა - ბარელა (62. კრისტანტე), ჟორჟინიო (69. ტონალი), ვერატი (88. სკამაკა) - ბერარდი (62. პოლიტანო), რეტეგი, პელეგრინი (69. ნიონტო)
ინგლისი (4-3-3): პიკფორდი - უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - ფილიპსი, რაისი, ბელინგემი (85. გალაგერი) - საკა (85. ჯეიმსი), კეინი, გრილიში (69. ფოდენი (81. ტრიპიერი)
გაძევება: შოუ (80)
დანია 3:1 ფინეთი
გოლები: 1:0 ჰოილუნდი (21. ბას პასით), 1:1 ანტმანი (53. პუკის პასით), 2:1 ჰოილუნდი (82. ვინდის პასით)
ბოსნია 3:0 ისლანდია
გოლები: 1:0 კრუნიჩი (18), 2:0 კრუნიჩი (40), 3:0 დედიჩი (63)
ჩრდ. მაკედონია 2:1 მალტა
გოლები: 1:0 ელმასი (66. მიოვსკის პასით), 2:0 ჩურლინოვი (72. ბარდის პასით), 2:1 იანიკი (86)
გაძევება: მილევსკი (93. ჩრდ. მაკედონია)
სან მარინო 0:2 ჩრდ. ირლანდია
გოლები: 0:1 ჩარლზი (24. ვაშინგტონის პასით), 0:2 ჩარლზი (55. ლუისის პასით)
კომენტარები