Thumbnail

იტალიის ნაკრებმა ევროტიტულის დაცვა ცუდად დაიწყო - ევრო 2020-ის ფინალის რემატჩში "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" ინგლისთან 1:2 წააგო. ამით იტალიამ 62-წლიანი პაუზის მერე პირველად წააგო ინგლისთან შინ.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ორი გოლი სტანდარტული სიტუაციებიდან გავუშვით, უფრო ყურადღებით უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმში ვდომინირებდით და, ალბათ, ფრეს ვიმსახურებდით. იმედგაცრუებულები ვართ შედეგის გამო, მაგრამ წინ ძალიან გრძელი გზაა. 
მეორე ტაიმში პასებს უკეთ ვასრულებდით, ისევ ვნახე დიდებული გუნდი. ეს იმედს გვიტოვებს, უკეთ უნდა ვითამაშოთ. ინგლისის ნაკრები სტანდარტულების დროს ყოველთვის საშიშია, მაგრამ ეს გოლები მაინც არ იყო გასაშვები. ახლა აღმართი გველის, რომელსაც უფრო იოლი დასასრული ექნება. 

რეტეგი ჯერ თანაგუნდელებსაც კი არ იცნობდა, არ იცოდა გუნდური კომბინაციები. პირველ ტაიმში მას ინგლისელ მცველებთან გაუჭირდა, რომლებიც ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. მატეო მეორე ტაიმში უკეთესი იყო და სადებიუტო გოლიც გაიტანა, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ცოტა დრო კიდევ სჭირდება. 

სადებიუტო გოლი პელეგრინის პასით გაიტანა

მატეო რეტეგი (იტალია): "ვწუხვარ მარცხის გამო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა და გოლი გავიტანე. ჩემი ოჯახი აუცილებლად ამაყობს ამით. გუნდში ყველა კარგად შემხვდა. დიეგოს სტადიონზე თამაში კი ჩემთვის სპეციალური იყო". 

კომენტარები

ბოლო ამბები