- არგენტინა 2:0 პანამა
- ლიონელ მესიმ კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა
100 ათასი კაცი შეიკრიბა რივერ პლეიტის სტადიონზე, რათა მსოფლიოს ჩემპიონების პირველი მატჩი ენახათ! "მონუმენტალი" გაივსო და არგენტინის ნაკრებმა ქომაგებს მსოფლიო ჩემპიონატის თასიც წარუდგინა.
ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ამ მომენტზე.
"მინდოდა, რომ ჩემს ქვეყანასთან ერთად მეზეიმა. ყველა თანაგუნდელმა მაქსიმუმი გააკეთა, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით. ვერ აღვწერ, ამ ხალხის სიხარული ჩემთვის რას ნიშნავს", - თქვა მესიმ თასის წარდგენისას.
არგენტინისა და პანამის ნაკრებების მატჩი სანახაობრივი არ იყო, მაგრამ მატჩის ბოლოს შოუ ისევ მესიმ დადგა. ტიაგო ალმადას გოლის შემდეგ, არგენტინელთა ათიანმა 89-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და კარიერაში მე-800 გოლით გამოიჩინა თავი. მონუმენტალზე შეკრებილი ქომაგი მესის გოლით უბედნიერესი იყო და შეხვედრის ბოლომდე მის სახელს სკანდირებდა.
არგენტინის ნაკრები სანაკრებო პაუზის დროს კიდევ ერთ მატჩს გამართავს. ლიონელ სკალონის გაწვრთნილი ფეხბურთელები 28 მარტს კურასაოსთან ითამაშებენ.
კომენტარები