Thumbnail
  • ორლანდო მეჯიქი 111:106 ნიუ იორკ ნიქსი
  • გოგა ბითაძეს 14 წუთში მხოლოდ 1 სროლა ჰქონდა

ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ მეორე და ბოლო 4 მატჩში მე-3 მოიგო, 31 გამარჯვება აქვს და თეორიულად ჯერ კიდევ ინარჩუნებს Play-In-ში მოხვედრის შანსს (3 მოგება მე-10 ადგილამდე), მაგრამ რეალურად ეს ძალიან ძნელია.

გოგა ბითაძის გუნდმა ამჯერად ნიუ იორკ ნიქსი დაამარცხა (111:106), მოუგო გუნდს, რომელსაც Play-In-ში კი არა, უკვე პლეი ოფში თამაშიც თითქმის განაღდებული აქვს. ნიუ იორკი 42 მოგებით მე-5 ადგილზეა და მე-7 ადგილზე მყოფ ბრუკლინს 3 მოგებით უსწრებს.

გოგა ბითაძემ ამჯერად 13:51 წუთი ითამაშა და ამ დროში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მეჯიქის ქართველ ცენტრს მხოლოდ 1 სროლა ჰქონდა და ისიც გამოიყენა. გოგას სხვა 2 ან 3-ქულიანი არც უსვრია და არც საჯარიმო ტყორცნა ჰქონია. სამაგიეროდ ჰქონდა 5 მოხსნა (4 დაცვაში, 1 შეტევაში) და 1 ასისტი. ბურთი არ დაუკარგავს და არც დაფარება ან ჩაჭრა გაუკეთებია. რაც კარგია, +/- კოეფიციენტი +14 გამოუვიდა.

ორლანდოს ისევ პაოლო ბანკერომ ულიდერა, რომელმაც გუნდში ყველაზე მეტი, 21 ქულა დააგროვა (7/17). ნიუ იორკისთვის ეს ზედისედ მესამე მარცხი გახლდათ. ორლანდო მეჯიქის მომდევნო მეტოქე მე-7 ადგილზე მყოფი ბრუკლინ ნეტსია, რომელსაც ბითაძის გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები