Thumbnail

REVIEW | Resident Evil 4 Remake: თამაში, რომელიც ორიგინალს სჯობია

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ლეგენდარული ფრენჩაიზის Resident Evil 4-ის რიმეიკი გამოვიდა
  • მოვლენები Resident Evil 2-იდან 6 წლის შემდეგ ვითარდება
  • თამაშის პოპულარული რეჟიმი Mercenaries აპრილში გამოვა
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშის შესახებ უნდა იცოდეთ

ტყის ბილიკი, სიბნელე, სიცივე, ირგვლივ ყორნები მკვდარი ცხოველების სხეულებით იკვებებიან, ტყიდან უცნაური ხმები ისმის, მთავარი გმირი მიტოვებულ ქოხს შენიშნავს და შიგნით შედის…

საშინელებათა ჟანრისა და მძაფრი ემოციების მოყვარულთათვის თამაშის ამაზე უკეთესი სცენარით დაწყება წარმოუდგენელია. ვიდეო თამაშების იაპონურმა დეველოპერულმა კომპანია Capcom-მა ლეგენდარული ფრენჩაიზის - Resident Evil 4-ის (ბოროტების სავანე) რიმეიკი გამოუშვა. “ფანტასტიკური თამაში” - ასე შეაფასა გეიმინგ სამყარომ Resident Evil-ის ახალი სერია, რომელიც თანამედროვე სამოქმედო თამაშია - დახვეწილი დიზაინითა და სიუჟეტითი. იგი ორიგინალი ვერსიის ნარატივს ინარჩუნებს, უფრო მეტი ამაღელვებელი სცენითა და პერსონაჟით კი რიმეიკი აღფრთოვანებას იწვევს. 

Resident Evil 4 Remake დღეს გამოვიდა. თამაშის ორიგინალ ვერსიას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, დეველოპერებმა აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით გააკეთეს და ძველი მოთამაშეებისთვის რიმეიკი საკმაოდ ნაცნობად აქციეს. მოკლედ, Capcom-მა ნამდვილი შედევრი შექმნა და ცხადია, იგი 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც ფრენჩაიზის ახალი სერიის შესახებ ვიცით.

სიუჟეტი

მოვლენები Resident Evil 2-იდან 6 წლის შემდეგ ვითარდება. ახალბედა პოლიციელი ლეონ კენედი სპეციალური მისიით ესპანურ სოფელშია გაგზავნილი. მან აშშ-ს პრეზიდენტის შვილი ეშლი გრეჰემი საიდუმლოებით მოცული დაჯგუფებისგან უნდა იხსნას. მოთამაშე სწორედ კენედის პერსონაჟს აკონტროლებს და მასთან ერთად მოუწევს უამრავი თავსატეხების ამოხსნა, დაჯგუფებასთან გამკვლავება და საშიში გმირების განეიტრალება. თამაში მძევლების გადარჩენის დრამისა და ოკულტური საშინელებათა ისტორიების გრანდიოზული ნაზავია. 

თამაშის მთავარი გმირი ახალბედა პოლიციელი ლეონ კენედია

GAMEPLAY

თამაშის ძირითადი სტრუქტურა მძაფრი ემოციების მიღებისკენაა მიმართული. დახვეწილი გრაფიკული გამოსახულება უამრავ დაძაბულ მომენტს ქმნის - ხშირად, მოთამაშე ვერ ხედავს სიბნელეში ჩამალულ ფარულ მტერს. სცენები, სადაც დიდი ბრძოლები იმართება პროფესიონალურად არის შექმნილი, ასევე ყველგან არის ადგილი, სადაც შესაძლებელია თავის შეფარება.

თამაშის დიდი ნაწილი კანიონის ტერიტორიას უკავია, იქ ბილიკების ვრცელი ლაბირინთია, ხეები საკმარისად სუსტი და ძველია იმისთვის, რომ ჩიხში მომწყვდეულმა გზა გაიკვალოთ. გარემო გოთური არქიტექტურითაა გაფორმებული - კედლებზე რენესანსის ნახატებით. თითოეულ ოთახში ახალი თავსატეხი და ჩასაფრებული მონსტრია. ექსკლუზიური ნივთების შესაძენად ვირთხების მოკვლა გევალებათ, რათა "სპინელები" გამოიმუშავოთ. 

გარემო გოთური არქიტექტურითაა გაფორმებული

თამაში ტყიდან შორეული ყვირილისა და გალობით დაწყებული, საშინელი მკვლელობებით გაგრძელებული და ინტიმური დეტალებით დამთავრებული, ყველანაირ ემოციას გაძლევთ იმისთვის, რომ ვირტუალური სამყაროთი მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

პლატფორმები

Resident Evil 4 Remake შემდეგ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი: PlayStation 4, PlayStation 5, Windows და Xbox Series X/S. სათქმელია ისიც, რომ კომპანიამ თამაშის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეჟიმის Mercenaries-ის გამოსვლა აპრილის დასაწყისში დაანონსა.

კომენტარები

ბოლო ამბები