Thumbnail

7-თვიანი პაუზის შემდეგ ნ'გოლო კანტე მოედანს დაუბრუნდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ნგოლო კანტე ჩარლტონთან გამართლ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა
  • ფრანგმა ნახევარმცველმა ტრავმა გასული წლის 14 აგვისტოს ტოტენჰემთან მატჩში მიიღო

7-თვიანი უქმობის შემდეგ ლონდონის ჩელსის ფრანგმა ნახევარმცველმა ნ'გოლო კანტემ პირველად ითამაშა. დედაქალაქელთა საყრდენმა ჩარლტონთან დახურულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 60 წუთი გაატარა. ლონდონელთა სასიხარულოდ, კანტემ მინდორი ყოველგვარი ფიზიკური პრობლემის გარეშე დატოვა.

31 წლის ფეხბურთელმა ტრავმა გასული წლის 14 აგვისტოს, ტოტენჰემ ჰოთსპურთან შეხვედრაში მიიღო და სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. დაზიანების გამო ნ'გოლომ 2022 წლის მუნდიალიც გამოტოვა. მედიისთვის დახურულ შეხვედრაში ჩელსიმ ჩარლტონი 3:0 დაამარცხა და როგორც კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი წერს, კანტე ჩვეულად აქტიური იყო და ტკივილი აღარ უგრძნია.

გასულ კვირაში ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა განაცხადა, რომ ფრანგს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად სრულფასოვანი სავარჯიშო სესიების ჩატარება სჭირდებოდა. ევერტონთან გასამართ პრემიერლიგის წინა ტურის მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპზე კანტე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა დამრიგებელს ნახევარმცველი განაცხადში არ შეუყვანია. ახლა ფრანგის მიზანი მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრებში თამაშია. სეზონის ბოლომდე ჩელსის, მინიმუმ, 13 შეხვედრა დარჩა და კანტეს დაბრუნება არასტაბილურად მოთამაშე გუნდს ძალიან უნდა გამოადგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები