Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 79:96 რეალ მადრიდი
  • თორნიკე შენგელიამ 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა

ევროლიგის 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ მადრიდის რეალს უმასპინძლა, მაგრამ ესპანურ გრანდს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. სერჯო სკარიოლოს გუნდი პირველივე პერიოდში 14 ქულით ჩამორჩა, მერე კი სიტუაცია ვერ გამოასწორა, საბოლოოდ კი 79:96 წააგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო. თორნიკემ 25 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 10 ქულით, 6 მოხსნით და 3 პასით დაეხმარა. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ამგვარად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14 გამოდგა.

შენგელიას ვირტუსს პლეი ოფში გასვლის შანსი თითქმის აღარ აქვს

ვირტუსში შენგელიაზე უფრო შედეგიანად მარკო ბელინელიმ (26 ქულა) და სემი ოჯელიემ (18) ითამაშეს, დანარჩენი კალათბურთელები კი 10-ქულიან ზღვარს ვერ გადასცდნენ. მადრიდის რეალში მარიო ჰეზონია 26 ქულით და გერშონ იაბუსელე 24 ქულით იყვნენ საუკეთესოები.

ვირტუს ბოლონია ევროლიგაში 30 ტურის შემდეგ 13 მოგებით და 17 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 28 მარტს, სტუმრად თელ ავივის მაკაბისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები