Thumbnail
  • საფრანგეთ 4:0 ნიდერლანდები
  • კილიან მბაპემ ნაკრების ბომბარიდერბს შორის ქარიმ ბენზემას გადაასწრო

საფრანგეთისა ნაკრებმა "სტატ დე ფრანსზე" 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნიდერლანდების გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელებმა რონალდ კუმანის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარეს. 

ეს მატჩი ამ ქვეყნების ნაკრებებს შორის გამართული 29-ე თამაში იყო (პირველად ერთმანეთს 1908 წელს დაუპირისპირდნენ), "მამლებმა" "მექანიკური ფორთოხლის" წინააღმდეგ მე-15 გამარჯვება იზეიმეს. 

მატჩში ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გაიხსნა - ანტუან გრიზმანმა საჯარიმოში შეირბინა, კილიან მბაპესგან ზუსტი პასი მიიღო და ჯასპერ სილესენს აუღებლად დაურტყა. ატლეტიკოს ფორვარდმა ნაკრების მაისურით 43-ე გოლი შეაგდო და ლიდერ ოლივიე ჟირუს 10 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება. 

მე-8 წუთზე მასპინძლებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს - გრიზმანმა საჯარიმო დარტყმიდან ბურთი კარის მიმართულებით ჩააწოდა, ბურთი სილესენს მოხვდა, შემდეგ დაიო უპამეკანოს და ნიდერლანდების კარის ბადეში აღმოჩნდა. 

21-ე წუთზე ფრანგებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ორელინ ჩუამენის პასი რანდალ კოლო მუანიმ გაატარა, ერთიერთზე დარჩენილ მბაპემ სილესენს ადვილად გაუტანა. კილიანმა 88-ე წუთზე დუბლი შეასრულა, რამდენიმე მეტოქეს აჯობა და უძლიერესი დარტმით ბურთი სილესენის კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა. პსჟ-ს ვარსკვლავს ეროვნულ გუნდში 38 გოლი დაუგროვა, ამ მაჩვენებლით ქარიმ ბენზემას გადაასწრო და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

სტუმრებს "პრესტიჟის გოლის" გატანა მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე შეეძლოთ, თუმცა მემფის დეპაის დარტყმული პენალტი მაიკ მენიომ მოიგერია - ნიდერლანდელთა ფორვარდს მილანის მეკარემ დამატებაზეც აჯობა და კარი მშრალად შეინახა. 

საფრანგეთის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებით B ჯგუფის ლიდერი გახდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში საბერძნეთმა გიბრალტარს გასვლაზე 3:0 მოუგო. მომდევნო ტურში ფრანგები დაისვენებენ, ნიდერლანდები, კი საკუთარ მოედანზე გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს. 

საფრანგეთი 4:0 ნიდერლანდები

გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 უპამეკანო (8) 3:0, 4:0 მბაპე (21, 88)

გაფუჭებული პენალტი: დეპაი (90+7)

საფრანგეთი (4-2-3-1): მენიო - კუნდე, კონატე, უპამეკანო, ტეო ერნანდესი - ჩუამენი (76. კამავინგა), რაბიო (89. ტიურამი) - კომანი (67. დიაბი), გრიზმანი (77. ფოფანა), მბაპე - კოლო მუანი (77. ჟირუ); 

ნიდერლანდები (4-3-3): სილესენი - ტიმბერი, გეეტრუიდა (87. მალასია), ვან დეიკი, აკე - ვაინალუმი, დე როონი (57. ბლინდი), ტაილორი (33. ვეხორსტი) - ბერხუისი (68. მალენი), სიმონსი (68. კლაასენი), დეპაი;  

გიბრალტარი 0:3 საბერძნეთი

გოლები: 0:1 მასურასი (11), 0:2 სიოპისი (45), 0:3 ბაკასეტასი (58)

ჩეხეთი 3:1 პოლონეთი

გოლები: 1:0 ლადისლავ კრეიჩი (1), 2:0 ჩვანჩარა (3), 3:0 კუხტა (64), 3:1 შუმანსკი

მოლდოვა 1:1 ფარერები

გოლები: 0:1 მიკელსენი (27), 1:1 ნიკოლაესკუ (87. პენ)

შვედეთი 0:3 ბელგია

გოლები: 0:1, 0:2, 0:3 ლუკაკუ (35, 49, 82)

ავსტრია 4:1 აზერბაიჯანი

გოლები: 1:0 საბიცერი (27), 2:0 გრეგორიში (29), 3:0 საბიცერი (50), 3:1 მაჰმუდოვი (64), 4:1 ბაუმგარტნერი (69)

ბულგარეთი 0:1 მონტენეგრო

გოლი: 0:1 კრსტოვიჩი (70)

სერბეთი 2:0 ლიეტუვა

გოლები: 1:0 ტადიჩი (16), 2:0 ვლაჰოვიჩი (53)

კომენტარები

ბოლო ამბები