- 📅 25 მარტი | 🏟 ბათუმი | ⌚ 18:00 | ⚽ საქართველო V მონღოლეთი
- ვილი სანიოლი მონღოლეთთან ახალ ფეხბურთელებს გამოცდის
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას ატარებს, ბათუმში მონღოლეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ მატჩში მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მონღოლეთი ევროპულ ნაკრებს ეთამაშება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა შეარჩია.
საქართველო (3-4-2-1): ლორია - კობახიძე, საზონოვი, დვალი - გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე, წიტაიშვილი - ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე - ვოლკოვი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ახალი შესარჩევი ციკლისთვის ემზადება - 28 მარტს პირველ მატჩში ნორვეგიას ასევე ბათუმში მასპინძლობს.
კომენტარები