- ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-4 გამარჯვება იზეიმა
- მაკუუჩიში ტიტულისთვის ორი იბრძოლებს
ჰარუ ბაშოს ბოლოსწინა, მე-14 დღეს ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მეოთხე გამარჯვება იზეიმა. 35 წლის ქართველი სუმოისტი ჯურიოს მე-2 ნომერია, მას ზედიზედ 6 მარცხი ჰქონდა, დავუმატოთ ამას მარცხენა მხრის ტრავმა, რომელიც მე-10 დღეს მიიღო. ტოჩინოშინმა ჯურიოს მე-14 ნომრის, ტოკუშორიუს შეტევა მოიგერია, შემდეგ კი მეტოქე იორიკირით გაიყვანა.
ტოჩინოშინს 4-10 ბალანსი აქვს და დღევანდელი მოგების მიუხედავად, რეიტინგში დაქვეითება არ აცდება. ბოლო დღეს ქართველის მეტოქე ჯურიოს მე-8 ნომერი ჰიდენოუმია (1:1 ურთიერთშეხვედრებში). ჯურიოს 13-1 ბალანსით იჩინოჯო ლიდერობს, ყოფილი სეკივაკე ერთი მოგებით უსწრებს ყოფილ ოძეკის, ასანოიამას.
რაც შეეხება უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონს, 12-2 ბალანსით იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში კომუსუბი დაიეიშო ლიდერობს, მას ერთი მოგებით ჩამორჩება სეკივაკე კირიბაიამა. ბოლო დღეს ისინი ერთმანეთს ხვდებიან.
კომენტარები