Thumbnail
  • შოტლანდია 3:0 კვიპროსი
  • 17 ივნისს ქეცბაიას კვიპროსი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს

თემურ ქეცბაიას კვიპროსმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი დიდი ანგარიშით მარცხით დაიწყო - "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიასთან 0:3 დათმო. პირველ ტაიმში მასპინძლები ჯონ მაკგინმა დააწინაურა, თამაშის მიწურულს კი დუბლი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ შეასრულა. აღსანიშნავია ლივერპულის მცველის, ენდრიუ რობერტსონის ორი საგოლე პასი. 

ეს გუნდები A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად გამოდიან. დღეს პირველ ტურში კიდევ ერთი თამაშია, ესპანეთი ნორვეგიას მასპინძლობს, ხოლო საქართველოს ნაკრები ისვენებს (ამხანაგურში მონღოლეთს 6:1 მოუგო). ქეცბაიას კვიპროსს შემდეგი მატჩი სწორედ საქართველოს ნაკრებთან აქვს - 17 ივნისს სანიოლის გუნდს მასპინძლობს. 

შოტლანდია 3:0 კვიპროსი

გოლები: 1:0 მაკგინი (21. რობერტსონის პასით), 2:0 მაკტომინეი (87. დაიკსის პასით), 3:0 მაკტომინეი (93. რობერტსონის პასით)

გაძევება: იოანუ (95. კვიპროსი).

კომენტარები

ბოლო ამბები