Thumbnail

ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი თამაშის (28 მარტს) წინ, საქართველოს ნაკრები ბათუმში მონღოლეთის გუნდს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა გუნდმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა და პირველი ტაიმის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში მეტოქეს იოლად აჯობა. მატჩის შემდეგ ნაკრების ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს.

"დარწმუნებული ვარ, მწვრთნელისთვის ეს თამაში იმ კუთხით იყო მნიშვნელოვანი, რომ დასკვნები გამოეტანა იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც შედარებით ნაკლებს თამაშობენ. სასიამოვნოა, როცა თუნდაც ამხანაგურ მატჩს ასეთი ანგარიშით იგებ, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელები უფრო სხვა საკითხებს ვაქცევთ ყურადღებას და სწორედ ამ კუთხით იყო ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.

'დიდი ხანი არ მქონდა გატანილი. მიხარია, რომ ეს მოვახერხე და ნავსი გატყდა' - გიორგი ჩაკვეტაძე

"ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაც იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი გოლი გავიტანე. წარმატების მიღწევას ნორვეგიასთანაც ვეცდებით," - აღნიშნა გიორგი ბერიძემ, რომელმაც ეროვნული გუნდის ფორმით პირველი გოლი გაიტანა.

რთული პერიოდი მქონდა და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ მეთამაშა. ასევე, მშრალი სერიაც ხანგრძლივი გამომივიდა და ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე," - თქვა ბუდუ ზივზივაძემ.

"დიდი ხანი არ მქონდა გატანილი. მიხარია, რომ ეს მოვახერხე და ნავსი გატყდა. უმაგრესი გულშემატკივარი გვყავს, მათი მადლობელი ვარ," - ეს გიორგი ჩაკვეტაძის სიტყვებია.

ყველა კომენტარს ვრცლად და ასევე საბა ლობჟანიძის, ზურიკო დავითაშვილის და გიორგი გოჩოლეიშვილის ინტერვიუებს ვიდეოში ნახავთ.   

28 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ნორვეგიასთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა ასევე ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები