Thumbnail

ევრო 2024-ის პირველ შესარჩევ მატჩში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები გლაზგოში შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ შემდეგი განაცხადა:

თემურ ქეცბაია (კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი): "შოტლანდიის ნაკრებს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა. რაც ნაკრებში მივიდა, სტივ კლარკმა აშკარად დიდი სამუშაო გასწია. მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, როცა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზეა. 
მჯერა, რომ ჩვენს ჯგუფში ესპანეთის ნაკრები აშკარა ფავორიტია. აი, მეორე ადგილისთვის კი ბრძოლა სხვებს შეუძლიათ. ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ".

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ნაკრები A ჯგუფშია, სადაც ასევე საქართველოს ეროვნული გუნდია (სხვები: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია). შესარჩევ ციკლში შემდეგ მატჩში თემური ყოფილ გუნდს, საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა კვიპროსში 17 ივნისს გაიმართება. ჯგუფიდან ორი საუკეთესო ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები