Thumbnail
  • სომხეთი 1:2 თურქეთი
  • ბელარუსი 0:5 შვეიცარია

2008 წლის მერე პირველად, თურქეთის ნაკრები ერევანში ჩავიდა და სომხეთის ნაკრებს ეთამაშა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, გამარჯვება თურქებს დარჩათ, თუმცა თავიდან მასპინძლები ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ. პირველივე ტაიმში ორკუნ კიოკჩუმ ლამაზი გოლით გაათანაბრა. სხვათა შორის, ის წარმოშობით აზერბაიჯანელია და მისი უფროსი ძმა აზერბაიჯანის ნაკრების ღირსებას იცავს.

თირქეთს კარემ აკტიურკოღლუმ მოაგებინა, რომელმაც ენეს უნალის პასით 64-ე წუთზე გაიტანა. D ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი ხორვატიასა და უელსს შორის ამ წუთებში იწყება, ჯგუფში ასევე ლატვიაა, რომელიც პირველ ტურში ისვენებდა. შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის.  

რენატო შტეფენმა ნოვი სადში სამი გოლი გაიტანა

I ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა, სერბეთში "უმასპინძლა" შვეიცარიას და 0:5 განადგურდა, ლუგანოს ვეტერანმა ფორვარდმა რენატო შტეფენმა ჰეთ ტრიკი შეასრულა. ისრაელმა და კოსოვომ კი ქულები გაიყვეს - 1:1. 

სომხეთი 1:2 თურქეთი

გოლები: 1:0 კაბაკი (10-ავტოგოლი), 1:1 კიოკჩუ (35. ბულუთის პასით), 1:2 აკტიურკოღლუ (64. უნალის პასით)

I ჯგუფი

ბელარუსი 0:5 შვეიცარია

გოლები: 0:1 შტეფენი (4), 0:2 შტეფენი (17), 0:3 შტეფენი (17. როდრიგესის პასით), 0:4 გ. ჯაკა (62. ოკაფორის პასით), 0:5 ამდუნი (65. ჯაკას პასით) 

ისრაელი 1:1 კოსოვო

გოლები: 0:1 დასა (36-ავტოგოლი), 1:1 პერეტცი (56. სოლომონის პასით).

კომენტარები

ბოლო ამბები