Thumbnail

ლელო TOP 14 -ში, პაპიძემ ბაიონასთან შესანიშნავად ითამაშა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაიონა 20:30 პო
  • პაპიძისა და გორგაძის გუნდი გასავარდნ ზონაში აღარაა

ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძისა პო-მ TOP 14-ის 21-ე ტურში ბაიონას სტუმრად მოუგო და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. ბექა გუნდის კაპიტანია და სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო პაპიძე მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.

სტუმრებმა ტაიმი 16:10 მოიგეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა სიტუაცია გამოასწორეს და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს. ანგარიში 20:23 იყო, როდესაც გურამ პაპიძემ ჭკვიანურად ითამაშა, ბურთი სწრაფად აიღო და ბაიონას ლელოც დაუდო.

პო-ს 37 ქულა დაუგროვდა და ამ მოგებით მე-12 ადგილზეა. გორგაძისა და პაპიძის გუნდი მომდევნო ტურში კლერმონს უმასპინძლებს, რომელიც TOP 14-ში 45 ქულით მე-10 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები