- Daily Express-ის ჟურნალისტმა რაიან ტეილორი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე
- ნაგელსმანი მადრიდში? კვარაცხელიაც რეალის პრიორიტეტების სიაშია
Daily Express-ის ჟურნალისტმა რაიან ტეილორმა GIVEMESPORT-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და მანჩესტერ სიტის მისით დაინტერესებაზე ისაუბრა.
"მე მას ჯეკ გრილიშის ვადარებ, თუმცა კვარაცხელიას ცოტა მეტი შესაძლებობები აქვს და გაცილებით უფრო დაგეშილია გოლებზე. ჩემი სურვილი იქნებოდა, გრილიშს სიტის მაისურით მეტი გოლი გაეტანა. ამავე დროს, კვარაცხელიას გადასვლა მანჩესტერ სიტიში ძალიან კარგი ტრანსფერი იქნებოდა. ახლა როცა, პრემიერლიგის სხვა კლუბებზეც ვფიქრობ, ჩემი აზრით, ის ნებისმიერ გუნდს გამოადგებოდა და, ალბათ, ახლა ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელია".
შეგახსენებთ, რომ CBS-ის რეპორტიორის ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესებულია, თუმცა 22 წლის ქართველი სიტის შესაძლოა, 180 მილიონი ევრო დაუჯდეს.
კომენტარები