- 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
- საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე ლატვიელი მსაჯები იმუშავებენ
- ჩაკვეტაძის დუბლი, 6:1 მონღოლეთთან და კარგი განწყობა ნორვეგიამდე
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დაიწყო, მაგრამ საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 28 მარტს, ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს.
გაირკვა, რომ აღნიშნულ მატჩს ლატვიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი ანდრის ტრეიმანისი იქნება, რომელსაც ჰარალდს გუდერმანისი და ალეკსეის სპასიონიკოვსი დაეხმარებიან. მე-4 არბიტრიც ლატვიას წარმოადგენს - ალეკსანდრის გოლუბევსი.
38 წლის ანდრის ტრეიმანისს საქართველოს ნაკრების მატჩი ორჯერ აქვს ნამსაჯი - 2012 წელს ეგვიპტესთან (0:0) და 2014 წელს ლიხტენშტეინთან (2:0) ტესტ-მატჩები. ბოლოს მან 18 მარტს, ლატვიის ჩემპიონატში რიგა-რიგასის დაპირისპირებაზე იმუშავა, ხოლო მანამდე 14 მარტს, საუდის არაბეთის თასზე კრიშტიანო რონალდოს ალ-ნასრის თამაში იმსაჯა აბჰას წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიამდე ამხანაგურ მატჩში მონღოლეთი 6:1 გაანადგურა, ხოლო ნორვეგიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი მალაგაში, ესპანეთის ნაკრებთან მარცხით დაიწყო.
კომენტარები