- ესპანეთი 3:0 ნორვეგია
- მარცხი 'ჰემპდენ პარკზე' - ქეცბაიას კვიპროსმა შოტლანდიაში 3 გოლი გაუშვა
28-ში ნორვეგიის ნაკრები ერლინგ ჰაალანდის გარეშე და დიდი ანგარიშით დამარცხებული მოდის. ხოსე ლუის სანმარტინს ყველა ხოსელუს სახელით იცნობს, ის ესპანიოლში თამაშობს და ლა ლიგის ერთ-ერთი გოლეადორია. ამიტომაც, დებიუტანტმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მას 32 წლის ასაკში "ფურია როხას" რიგებში დებიუტი აჩუქა, ის საოცნებო გამოდგა...

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ჯგუფში მალაგის "ლა როსალედაზე" ესპანეთის ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-13 წუთზე ალეხანდრო ბალდეს დამსახურებით გაიხსნა, გოლი დანი ოლმოს ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელებს შანსი მატჩის მიწურალმდე ჰქონდათ, შემდეგ კი მოედანზე ხოსელუ გამოვიდა - მან 81-ე წუთზე კაპიტანი ალვარო მორატა შეცვალა. ნაკრებში სულ სამი წუთი დასჭირდა სადებიუტო მატჩი გასატანად - რუისის ჩაწოდებას თავი დაუხვედრა, შემდეგ კი ერთ წუთში დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებები A ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობენ. ვილი სანიოლის გუნდი 28 მარტს ციკლს ბათუმში ნორვეგიასთან დაპირისპირებით იწყებს. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი გლაზგოში შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა.
ესპანეთი 3:0 ნორვეგია
გოლები: 1:0 ოლმო (13. ბალდეს პასით), 2:0 ხოსელუ (84. რუისის პასით), 3:0 ხოსელუ (85)
ესპანეთი (4-2-3-1): კეპა - კარვახალი, ნაჩო, ლაპორტი, ბალდე - როდრი, მერინო (82. რუისი) - ოლმო (68. პინო), ასპასი (58. სებალიოსი), გავი (56. ოიარზაბალი) - მორატა (81. ხოსელუ)
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - პედერსენი (75. რიერსონი), სტრანბერგი, ესტიგორი, მელინგი (75. ბიორკანი) - ედეგორი, ბერგი, ეურსნესი - ბერგე (74. სოლბაკენი), სიორლოტი (87. ბრინჰილდსენი), ელიუნუსი (74. ლარსენი)
ანდორა 0:2 რუმინეთი
გოლები: 0:1 მანი (35. მორუცანის პასით), 0:2 ალიბეკი (50. მარინის პასით)
გაძევება: რებასი (61. ანდორა)
ხორვატია 1:1 უელსი
გოლები: 1:0 კრამარიჩი (28), 1:1 ბროდჰედი (93).
კომენტარები