- სანდრო ბაზაძე 14:15 არონ სილაგი
- 26 მარტს ვაჟთა ნაკრები თურქეთით იწყებს
სანდრო ბაზაძის წარმატებული სეზონი გრძელდება - ქართველმა მოფარიკავემ ბუდაბეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგის (უნგრეთი) 14:10-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 14:15 დამარცხდა. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ფინალის მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს.

სანდრომ პირველ წრეში იტალიელი რიკარდო ნუჩიო დაამარცხა 15:11, შემდეგ კი კორეელ გიენდონ დოს მოუგო - 15:9. მეოთხედფინალში ქართველი მოხმალავის მეტოქე ფრანგი ელიოტ ბიბი იყო - 15:10 სანდროს სასარგებლოდ. ბაზაძემ ნახევარფინალიც იოლად მოიგო 15:9 მაქსიმ პიანფეტთან (საფრანგეთი).
26 მარტს გუნდური ტურნირია, საქართველო პირველ წრეში თურქეთს ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მასპინძელ უნგრეთზე გადის.
კომენტარები