- მაროკო 2:1 ბრაზილია | გოლები: 1:0 ბუფალი (29), 1:1 კაზემირო (67), 2:1 საბირი (79)
- მაროკოს ნაკრებმა თავისი ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა
მაროკოს ნაკრები ისტორიის წერას აგრძელებს. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ვალიდ რეგრაგის გუნდმა ბრაზილიის ნაკრებთან ტესტ-მატჩი ჩაატარა, რომელიც მოიგო.
მაროკოსთვის ეს უდავოდ გამორჩეული ამბავია, რადგან ბრაზილია ისტორიაში პირველად დაამარცხა! ქალაქ ტანჟერიში გამართული შეხვედრა აფრიკელებმა 2:1 მოიგეს. ანგარიში სოფიან ბუფალმა გახსნა, მეორე ტაიმში კი კაზემირომ წონასწორობა აღადგინა. თუმცა, "სელესაომ" წაგებას თავი მაინც ვერ აარიდა, რადგან 79-ე წუთზე აბდელჰამიდ საბირიმ გამარჯვება მაროკოს მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ატლეტიკო პარანაენსეს თავდამსხმელ ვიტორ როკეს, რომელიც სულ რაღაც 18 წლისაა. ეს ამბავი იმითაა გამორჩეული, რომ რონალდოს დებიუტიდან მოყოლებული ვიტორ როკეზე ახალგაზრდას "სელესაოში" დებიუტი არავის ჰქონია.
მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრებს რამონ მენეზეში ხელმძღვანელობს, როგორც დროებით მწვრთნელი. ჯერჯერობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში ახალი მწვრთნელი ვერ მოძებნეს...
მაროკო 2:1 ბრაზილია
გოლები: 1:0 ბუფალი (29), 1:1 კაზემირო (67), 2:1 საბირი (79)
მაროკო (4-3-3): ბონო - ჰაკიმი (52. ატია ალა), აგერდი, საისი, მაზრაუი - უნაჰი (64. ლუზა), ამრაბატი, ელ ხანუსი (64. საბირი) - ზიეში, ენ ნესირი (77. ჩედირა), ბუფალი (77. აბდე).
ბრაზილია (4-3-3): ვევერტონი - ემერსონი (90. არტური), მილიტაო, იბანიესი, ტელეში - ანდრეი სანტოსი (65. ვეიგა), კაზემირო, პაკეტა (86. იური ალბერტო) - რონი (64. ანტონი), როდრიგო (65. ვიტორ როკე), ვინისიუსი.
კომენტარები