Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებს კაცთა სამივე წონით კატეგორიაში 4 ფინალისტი ჰყავს
  • 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება

თბილისის გრანდ სლემის მესამე დღის ფინალურ ბლოკში 4 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური შეხვდებიან ერთმანეთს. ბექაურმა კანადელ კრაიბერს, იაპონელ გოკის, ბერძენ ცელიდისს აჯობა და ფინალში ლუკა მაისურაძე შეხვდება.


მაისურაძემ ფინალამდე არმენ გრიგორიანს (გაერთიანებული საამიროები), ლი კოხმანს (ისრაელი), მიჰაელ ზგანკს (თურქეთი) მოუგო.


ფინალში გავიდა ილია სულამანიძეც, რომელმაც სამივე მეტოქეს იპონით აჯობა: თომას ბრისენოს 12 წამში მოუგო, მარტინ ბეზდეკს 2 წუთსა და 28 წამში, ბრაზილიელ ბუზაკარინს ერთ წუთში. ილიას მეტოქე ფინალში მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუიაგი იქნება.


გელა ზაალიშვილმა მძიმე წონაში ფინალამდე სამ მეტოქეს მოუგო. ქართველმა ძიუდოისტმა ლოსენი კონეს (გერმანელი), ბახტიოროვს (უზბეკეთი), ენდი გრანდას (კუბა) აჯობა. ზაალიშვილი ფინალში თურქ მუნირ ურთუგს შეხვდება, რომელმაც გურამ თუშიშვილი დაამარცხა.

სულამანიძემ სამივე ბრძოლა იპონით მოიგო

სამწუხაროდ, ფინალურ ბლოკში ვერ გავიდნენ: ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, მიხეილ ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი და სოფიო სომხიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები