Thumbnail
  • გრანადა 88:67 მურსია
  • ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელისთვის, ეს, საუკეთესო მაჩვენებელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა რატი ანდრონიკშვილმა ესპანეთის ლიგა ენდესაში 6 ქულა ჩააგდო და ეს, მისთვის, საუკეთესო მაჩვენებელია.

მურსიელები გრანადას სტუმრობდნენ და 67:88 წააგეს, ანდრონიკაშვილმა კი 06:52 წუთი ითამაშა და 6 ქულა ჩააგდო.

რატიმ 3-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

სტუმართა მაისურით 27:06 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა.

მან 2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მასზეც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მურსიას 9 მოგება და 15 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 2 აპრილს, შინ, ხირონასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები