Thumbnail
  • ლენოვო ტენერიფე 81:77 გრან კანარია
  • გიორგი შერმადინმა 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა

ესპანეთის ACB ლიგის 24-ე ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ გრან კანარიას დაძაბულ ბრძოლაში 81:77 აჯობა. ბოლო წამებამდე არაფერი იყო გარკვეული, საბოლოოდ კი, მარსელინო უერტასის შესანიშნავი თამაშის წყალობით, ტენერიფემ მოიგო.

გიორგი შერმადინმა 19:47 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი (57%) და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო (88%), მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 იყო.

გიორგისთან ერთად ტენერიფეში გამორჩეული ხსენებული უერტასი იყო. ბრაზილიელმა კალათბურთელმა გუნდს 20 ქულა შესძინა. გრან კანარიაში საუკეთესო პოლონელი ოლეკ ბალცეროვსკი გახლდათ (21 ქულა).

ლენოვო ტენერიფე ლიგა ენდესაში მე-4 ადგილზეა (17 მოგება, 6 წაგება), მომდევნო ტურში კი 29 მარტს, შინ, მანრესას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები