- ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძეს ვაზარით მოუგო
- ეს, საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ.) თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა.
ბექაური ფინალში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ასევე მოქმედ ევროპის ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა და ვაზარით იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც კანადელ ლუი კრიებერ განონს ვაზარით სძლია, შემდეგ კი, იაპონელ გოკი ტაჯიმასა (იპონით) და ბერძენ ტეოდორის ცელიდისს (ვაზარით) მოუგო.
ეს, საქართველოს ნაკრების წევრებისთვის 2023 წლის თბილისის გრანდ სლემზე პირველი ოქროს მედალია. გასულ დღეებში გიორგი სარდალაშვილმა (60) ვერცხლი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) კი – ბრინჯაო.
კომენტარები