Thumbnail

თბილისის გრანდ სლემი | სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა.

სულამანიძე ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს გაეჯიბრა და ვაზარით დაამარცხა.

სულამანიძე ტურნირში პირველი განთესვით ჩაერთო და მე-2 წრეში ჩილელი ტომას ბრისენო იპონით დაამარცხა, შემდეგ კი, ასევე ვადაზე ადრე მოუთავა საქმე ჩეხ მარტინ ბეზდეკსა და ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინის.

ამგვარად, ეს, საქართველოს ნაკრებისთვის თბილისის გრანდ სლემზე აღებული უკვე მე-2 მედალია. დღესვე, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ბექაური (90 კგ.) ავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები