Thumbnail

თბილისის გრანდ სლემი | არის მე-3 ოქრო! ზაალიშვილიც ჩემპიონია

  • ქართველმა მძიმეწონოსანმა თურქ ძიუდოისტს ვაზარით სძლია
  • საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ზაალიშვილი ფინალში თურქ მუნირ ერთუგს გაეჯიბრა და ვაზარით დაამარცხა. 

გელა ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო და გერმანელი ლოსენი კონე 3 შიდოთი მოახსნევინა, რასაც უზბეკ შოხრუხონ ბახტიოროვთან 2 ვაზარი მიაყოლა, ნახევარფინალში კი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ენდი გრანდა იპონით დაამარცხა. 

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ზაალიშვილის გარდა, ჩემპიონები ლაშა ბექაური (90 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) ვერცხლის მედლები აიღეს, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) კი მე-3 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები