- ლატვია 0:1 საქართველო | გოლი: 0:1 გულიაშვილი (21)
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ბელეკში ლატვიის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა.
რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ფაზაშია, რომელიც 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.
ქართველი ფეხბურთელები თითქმის 1 კვირაა თურქეთში შეკრებას გადიან, დღეს კი ტესტ მატჩში ლატვიის 21-წლამდელთა ნაკრები 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი გუნდის კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა 21-ე წუთზე გაიტანა.
ეს იყო ბოლო ამხანაგური შეხვედრა, რომელიც 21-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატამდე ჩაატარეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე A ჯგუფში ითამაშებს, მისი მეტოქეები კი ნიდერლანდების, პორტუგალიისა და ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებები იქნებიან.
ლატვია 0:1 საქართველო
გოლი: 0:1 გულიაშვილი (21)
საქართველო: კუტალაძე - კალანდაძე, გელაშვილი, მაისურაძე (46. კაპანაძე), ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, მოისწრაფიშვილი (46. ფარულავა), ლომინაძე, გულიაშვილი (71. ჯინჯოლავა), კვერნაძე (84. გ. მამაგეიშვილი), გაგუა (59. ლომთაძე).
კომენტარები