Thumbnail
  • ვენეცია 78:69 რეჯო ემილია
  • ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთში 7 მოხსნაც მიითვალა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე, რომელიც იტალიური რეჯო ემილიას ღირსებას იცავს, იტალიის ჩემპიონატს დაუბრუნდა.

ბურჯანაძეს ბოლოს 12 თებერვალს თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიასთან ჰქონდა ნათამაშები, დღეს კი, ვენეციასთან საგარეო შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც მისმა გუნდმა სტუმრად 69:78 წააგო.

აღსანიშნავია, რომ რეჯო ემილიამ მე-2 ტაიმი 14 ქულით მოიგო, თუმცა, ვინაიდან საწყის ნახევარში სუსტად გამოიყურებოდა, თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა.

ბურჯანაძემ მოედანზე 19 წუთი გაატარა და 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

რეჯო ემილიას 7 მოგების წილ 16 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა კი, მე-12 ადგილზე მყოფ ბრეშას 1 გამარჯვებით ჩამორჩება. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 2 აპრილს, შინ, ჯივოვა სკაფატისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები