Thumbnail

ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ანტალიაში (თურქეთი) დაგეგმილ გრანდ სლემზე წარსდგება. წინასწარ განაცხადში 7 ქართველი ძიუდოისტი (6 კაცი, 1 ქალი) ფიგურირებს.

თუკი არაფერი შეიცვალა, თურქეთში ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ლუკა კაპანაძე (73 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე – 90 კგ.), ომარ საური (100 კგ.), ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+100 კგ.) გავლენ.

ცნობისთვის, ანტალიაში შარშან გამართულ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) დაეუფლნენ. როგორც ხედავთ, შარშანდელი მედალოსნებიდან წელს განაცხადში მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი ფიგურირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები