- Central Defense რეალისა და ხვიჩა კვარაცხელიას გეგმებზე
- 'მას ჩვენი იმედების დამსხვრევა შეუძლია' - ნორვეგიული გამოცემა კვარაზე
ესპანური Central Defense იუწყება, რომ 22 წლის ხვიჩა კვარაცხელია თანახმაა, ნაპოლისთან კონტრაქტი უკეთეს პირობებზე გაახანგრძლივოს... ერთი პირობით.
იტალიურ მედიაში ხშირად წერენ, რომ ნაპოლი მზად არის, ხვიჩას ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომლის ვადაც არა 2027 წელს (როგორც ახლაა), არამედ 2028-ში ამოიწურება. სამაგიეროდ, ქართველი გარემარბის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და სეზონში 2.8 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელის მხრიდან მთავარი მოთხოვნა, ახალ კონტრაქტში ფიქსირებული გამოსასყიდი თანხის ჩაწერაა, იმ შემთხვევაში, თუ რეალი სერიოზულად გადაწყვეტს ხვიჩას შეძენას. მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბი" ხვიჩას საყვარელი გუნდია, სადაც თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო.
"კვარაცხელია ახლა ნახევარ ევროპას სურს, დიდებული თამაში შეუმჩნეველი არ რჩება. ნაპოლის სურვილია, ახალი კონტრაქტი გაუფორმოს მას, ფეხბურთელის მხრიდან მთავარი მოთხოვნა კი ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის, 100 მილიონი ევროს ჩაწერა იქნება", - წერს ესპანური გამოცემა.
მოგეხსენებათ, გაყიდვის შემთხვევაში ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონს არ თანხმდება. იტალიური მედია წერს, რომ ნაპოლი 150-დან 200 მილიონ ევრომდე თანხას თუ დათანხმდება, ქართველის სანაცვლოდ, თუმცა დღეს ეს რიცხვები არარეალურია. ესპანური გამოცემა წერს, რომ ნაპოლი დანებებას ჯერჯერობით, არ აპირებს.
Central Defense წერს, რომ ფლორენტინო პერესს ახალი გალაქტიკოს შექმნა სურს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას ოცნება რეალში თამაში იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა (მათგან ერთი თავად გაიტანა). საქართველოს ნაკრებში ხვიჩას დებიუტი 2019 წელს ჰქონდა. მას შემდეგ მან ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა (საიდანაც 2 თავად გაიტანა).
კომენტარები