Thumbnail
  • მერი არაბიძეს 9 ტურში არ წაუგია და 7.0 ქულა აქვს
  • ქართველი მოჭადრაკე ჩემპიონობასთან ახლოსაა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი მერი არაბიძე (2433) ევროპის რიგით 23-ე ჩემპიონატის ლიდერებში იმყოფება.

ტურნირს მონტენეგროს ქალაქი პეტროვაცი მასპინძლობს და უკვე 9 ტური მიილია, არაბიძეს კი ჯერ პარტია არ წაუგია. მერიმ 5 გამარჯვება იზეიმა, 4-ჯერ კი ყაიმს დასჯერდა და 7.0 ქულა მოაგროვა.

ქართველი მოჭადრაკის გარდა, ასეთივე მონაგარი აქვთ პოლონელებს – ალეკსანდრა მალტევსკაიასა (2388) და ოლივია კოლბასას (2406) და ასევე ფრანგ პოლინ გიშარს (2379).

ტურნირზე პირველი განთესვა ბელა ხოტენაშვილს აქვს

საინტერესოა, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი განთესვა ბელა ხოტენაშვილს (2491) აქვს, რომელიც 6.5 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონობის შანსს ისიც ინარჩუნებს.

ასევე 6.5 ქულით მეათეა სალომე მელია (2366), ლელა ჯავახიშვილი (2443) 6.0 ქულით მე-13 პოზიციაზეა, ლილე ქორიძე (2122) 5.5 ქულით 30-ეა, დიანა ლომაია (1950) 4.5 ქულით – 74-ე, ნია დონღვანი (2025) 4.0 ქულით – 83-ე, ხოლო ელენე წოწონავა (2030) 3.5 ქულით – 107-ე.

ევროპის ჩემპიონატზე სულ 11 ტური ჩატარდება, ამდენად, ჩემპიონის ვინაობას 29 მარტს შევიტყობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები