- ნიდერლანდების განადგურების შემდეგ დეშამის გუნდს დუბლინში გაუჭირდა
- დღის სხვა ფავორიტებმა მოიგეს, ჩეხეთმა მოლდოვაში ქულები დაკარგა
ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში მეორე ტურის თამაშები გაიმართა. საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც სტარტზე ნიდერლანდები 4:0 გაანადგურა, დუბლინში ირლანდიას ესტუმრა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
უგოლო ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე ბენჟამენ პავარმა მცველის პასი ჩაჭრა და შორი მანძილიდან გახსნა ანგარიში. საბოლოოდ, სამფეროვნებმა სწორედ ამ გოლის წყალობით გაიმარჯვეს და ახლა ჯგუფს 6 ქულით ლიდერობენ. 16 ივნისს საფრანგეთი გიბრალტარს ესტუმრება.
B ჯგუფი
ირლანდია 0:1 საფრანგეთი
გოლი: 0:1 პავარი (50)
საფრანგეთი (4-3-3): მანიო - პავარი (81. კუნდე), კონატე, უპამეკანო, ტ. ერნანდესი - კამავინგა, გრიზმანი, რაბიო (81. ჩუამენი) - კოლო მუანი (93. ტურამი), ჟირუ (65. მუსა დიაბი), მბაპე

ნიდერლანდები 3:0 გიბრალტარი
გოლები: 1:0 დეპაი (23. დუმფრისის პასით), 2:0 აკე (50. დუმფრისის პასით), 3:0 აკე (82. ბლინდის პასით)
გაძევება: უოლკერი (52. გიბრალტარი)
E ჯგუფი
პოლონეთი 1:0 ალბანეთი
გოლი: 1:0 სვიდერსკი (41. კამინსკის პასით)
მოლდოვა 0:0 ჩეხეთი
F ჯგუფი
ავსტრია 2:1 ესტონეთი
გოლები: 0:1 საპინენი (25. ზენიოვის პასით), 1:1 კაინცი (68. პოშის პასით), 2:1 გრეგორიტჩი (88. ბაუმგარტნერის პასით)
შვედეთი 5:0 აზერბაიჯანი
გოლები: 1:0 ფორსბერგი (38. დიოკერეშის პასით), 2:0 მუსტაფაზადა (65-ავტოგოლი), 3:0 დიოკერეში (79. კარლსტრიომის პასით), 4:0 კარლსონი (88), 5:0 ელანგა (89)
G ჯგუფი
უნგრეთი 3:0 ბულგარეთი
გოლები: 1:0 ვეჩეი (7. ორბანის პასით), 2:0 სობოსლაი (26), 3:0 ადამი (39)
მონტენეგრო 0:2 სერბეთი
გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (78. მლადენოვიჩის პასით), 0:2 ვლაჰოვიჩი (96. ლუკიჩის პასით).
კომენტარები