Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და ლიონის უკანახაზელი Midi Olympique-მა გამოარჩია
  • 20 წლის მორაგბე მეორე ქართველია მამუკა გორგოძის შემდეგ, ვინც ეს ჯილდო მიიღო 

საქართველოს ნაკრებისა და ლიონის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა გამოარჩია. გამოცემამ 20 წლის ქართველ ტალანტს ლიონში, "ჟერლანის" სტადიონზე გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ფრანგული რაგბის "ოსკარი" გადასცა.

აღსანიშნავია, რომ დავით ნინიაშვილი მეორე ქართველი მორაგბეა, ვინც Midi Olympique-ისგან "ოსკარი" დაიმსახურა. 2013 წელს ჯილდო "ბორჯღალოსნებისა" და მონპელიეს ლეგენდამ, მამუკა გორგოძემ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ დავით ნინიაშვილი ლიონში 2021 წლის შემოდგომაზე გადავიდა. გუნდმა TOP 14-ის გასული სეზონი 64 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ვერ მოხვდა, თუმცა ჩელენჯ ქაფი მოიგო (დავითმა 5 ლელო გაიტანა, აქედან 2 – ჩემპიონატში), რის შემდეგაც ქართველი ლეგიონერი "ბარბაროსებში" მიიწვიეს და "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგულმა კლუბმა დავითს ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუგრძელა.

მიმდინარე სეზონში დავით ნინიაშვილმა TOP 14-ის 12 მატჩში 7 ლელოს გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავაშია. ლიონს, რომლის ღირსებას ნინიაშვილთან ერთად ბექა საღინაძეც იცავს, ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 12 მოგება და 9 მარცხი აქვს და 55 ქულით ცხრილში მე-4 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები