- მასვიდალი ცნობილ პოდკასტერს ჯო როგანს ესტუმრა და დვალიშვილზე ისაუბრა
- როგანის აზრით, მერაბს ემიგრანტული მენტალიტეტი ეხმარება
- 'მევიდეეეს!' - მერაბ დვალიშვილმა კორი სანდჰეგენის გამოწვევა მიიღო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (16-4) პიოტრ იანის (16-5) დამარცხების შემდეგ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ის სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგის პირველი ნომერი გახდა და ცხადია, მასზე MMA-ს ლეგენდები ძალიან ხშირად საუბრობენ.
UFC-ის ვარსკვლავი ხორხე მასვიდალი (35-16) ცნობილ პოდკასტერს, ჯო როგანს ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემასთან ერთად მერაბ დვალიშვილზეც ესაუბრა. ამერიკელი სპორტსმენი მერაბის საბრძოლო უნარებით აღფრთოვანებულია.
"მერაბი ბუნების ანომალიაა", - ასე შეაფასეს მერაბის გამარჯვება ორგანიზაციის მებრძოლებმა. პოდკასტში მთავარი განსახილველი თემა დვალიშვილის განსაკუთრებული უნარები იყო.
ხორხე მასვიდალი: "ეს ბიჭი უბრალოდ არ იღლება, ის დაბადებულია განსხვავებული უნარებით. რამდენი თეიქდაუნი გააკეთა იანთან ბრძოლაში - 49! მერაბი არასდროს ჩერდება. ის მოწინააღმდეგეს მანამდე ურტყამს, სანამ არ დაღლის. ის აიძულებს ბიჭებს, მაღალ დონეზე იჩხუბონ. ის უბრალოდ არ გაძლევს შესვენების უფლებას და punch kick-ებით ბოლომდე გიტევს. საბოლოოდ, ის იღლება, მაგრამ სხვა მასზე მეტად დაღლილია".
ჯო როგანი: "მერაბს იმიგრანტული მენტალიტეტი აქვს. მას დაეხმარა ის გამოცდილება, რაც წარსულში ჰქონდა. ახლა ის მწვერვალზეა და მზად არის, ტიტულისთვის იბრძოლოს".
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორი სანჰეგენმა (16-4) მარლონ ვერასთან (20-8) გამარჯვების შემდეგ "ქართველი მანქანა" ბრძოლაში გამოიწვია.
"არ მაქვს უფლება მერაბზე ადრე სატიტულო ბრძოლა მოვითხოვო, ის ნომერ პირველია, ის ნამდვილი მონსტრია, მერაბ მშიერი ხარ? შენთვის რაღაცას მოვამზადებ, იცოდე გემრიელი არ იქნება" - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა ოქტაგონზე. თავად მერაბი ამ ამბავს ძალიან მშვიდად შეხვდა - "მევიდეს".
კომენტარები