- ქართველი მოფარიკავე FIE-ს კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე რჩება
- ის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგის უკვე 23 ქულით უსწრებს
29 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კიდევ უფრო დაწინაურდა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს არონ სილაგის უკვე საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო თასის ფინალში ბაზაძე სწორედ სილაგისთან დამარცხდა, თუმცა, მასთან სხვაობის გაზრდა მაინც მოახერხა.
სანდრო ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში სახელოვან უნგრელს 17 ქულით უსწრებდა, ახლა კი, მასზე 23 ქულით მეტი აქვს. ბუდაპეშტის ეტაპის შედეგებით, ბაზაძეს 253 ქულა აქვს, სილაგის კი – 230. მე-3 პოზიციაზე მყოფი ფრანგი ბოლად აპიტი (146 ქულა) ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ბაზაძეს ძალიან წარმატებული სერია აქვს: გასული სეზონიდან მოყოლებულ ზედიზედ 9 პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულს მიღმა არცერთხელ დარჩენილა.

კომენტარები