Thumbnail

'მხოლოდ ყვირის, სარგებელი კი ვერ მოაქვს' - ვან ბასტენი ნაკრების კაპიტანზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ის მოედანზე შექმნილ რთულ სიტუაციებს ვერ უმკლავდება და საკუთარ თავს კარგავს'
  • ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ვირჯილ ვან დაიკზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა მკაცრად გააკრიტიკა ეროვნული გუნდის კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი. ვან ბასტენის აზრით, ინგლისური ლივერპულის მცველი მასზე დაკისრებულ მოვალეობებას თავს ვერ ართმევს.

“ის მოედანზე შექმნილ რთულ სიტუაციებს ვერ უმკლავდება. ნამდვილი ლიდერი ყველაფერს ხმამაღლა ამბობს და ცდილობს, ვითარებაში მეტი სიცხადე შეიტანოს, ვან დაიკი კი ხშირად საკუთარ თავს კარგავს და ქაოსს ქმნის. მხოლოდ ყვირის, ნაკრებისთვის სასარგებლოს კი ვერაფერს აკეთებს”, - განაცხადა ვან ბასტენმა Ziggo Sport-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო მატჩში ნიდერლანდები საფრანგეთს ესტუმრა და 0:4 წააგო, მე-2 ტურში კი გიბრალტარს 3:0 სძლია, თუმცა, უამრავი საგოლე მომენტი გაანიავა.

კომენტარები

ბოლო ამბები