Thumbnail
  • მაკაბი 111:80 ვირტუსი
  • ქართველმა კალათბურთელმა მატჩი 5 ქულით დაასრულა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ევროლიგის 31-ე ტურის ეგიდით ისრაელში თელ ავივის მაკაბის ესტუმრა და მტკივნეული მარცხი იწვნია – 80:111.

შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც იტალიურმა კლუბმა 29 ქულის (!) სხვაობით წააგო.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:37 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სამწუხაროდ, თამაშის დროს ინციდენტიც მოხდა, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო.

მაკაბის ფანებმა შენგელიას შეურაცხმყოფელი შეძახილებით წამოიწყეს, რის გამოც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრიბუნებისკენ გაიწია, თუმცა, მისი შეჩერება თანაგუნდელებმა მოახერხეს. სიტუაციის განმუტვაში მაკაბის პრეზიდენტი შიმონ მიზრახიც მონაწილეობდა.

ვირტუსს 13 მოგების წილ 18 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილამდე დაქვეითდა.

ბოლონია მომდევნო მატჩს 30 მარტს, სტუმრად, თურქეთში ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს და ფავორიტი ვერც იმ თამაშში იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები