Thumbnail
  • 16-22 აპრილს მსოფლიოს ჩემპიონატი II დივიზიონში გაიმართება
  • მადრიდში საქართველოს ნაკრებისგან ბევრს ელიან

წლეულს IIHF რიგით 86-ე მსოფლიოს ჩემპიონატს ატარებს ყინულის ჰოკეიში, თუმცა ტურნირი მხოლოდ ელიტაში არ ტარდება, ელიტის გარდა კიდევ ოთხი დივიზიონია და საქართველოს ნაკრები ამჯერად, მე-2 დივიზიონში იასპარეზებს.

steamboatpilot.com-მა იმ ეროვნულ გუნდებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც სხვადასხვა დივიზიონში უნდა დავაკვირდეთ. მე-2 დივიზიონში ასეთი საქართველოა. "საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც მცირე ისტორიის მიუხედავად, დიდი ხმაური გამოიწვია. საქართველო 2022 წლის IIHF-ის რეიტინგით მსოფლიოში 43-ე პოზიციაზეა. წარმოიდგინეთ, ეს გუნდი ტურნირზე მხოლოდ 2013 წლიდან ასპარეზობს. ქართველთა თამაში სასიამოვნო საყურებელია. საქართველოს სულ ხუთი წელიწადი დასჭირდა და 2018 წლიდან უკვე მეორე დივიზიონშია", - წერს საიტი. 

მეორე დივიზიონის A ჯგუფში, სადაც საქართველო გამოდის, ჩემპიონატი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 16-22 აპრილს გაიმართება. მასპინძლების და საქართველოს გარდა, იქ მონაწილეობას მიიღებენ ავსტრალია, ხორვატია, ისლანდია და ისრაელი. 16 აპრილს ეროვნული გუნდი ტურნირს ისლანდიასთან მატჩით გახსნის. გუნდები პირველი დივიზიონის B ჯგუფის საგზურისთვის იბრძოლებენ. 

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები ლატვიაშია, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 2 აპრილიდან მოემზადება. გუნდი ლატვიაში ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს, ადგილობრივი ქალაქის, ტუკუმსის გუნდთან (10 და 12 აპრილს). 

კომენტარები

ბოლო ამბები