- ეფესი 86:67 ვირტუსი
- თორნიკე შენგელიას 3 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი
თორნიკე შენგელიას ვირტუსი ევროლიგის 32-ე ტურში ეფესს ესტუმრა და 19 ქულით განადგურდა - 67:86. შენგელიას გუნდმა მეორე და მესამე პერიოდები დიდი ანგარიშით დათმო (23:14, 24:11).
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 17:37 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შენგელიამ 2-დან ერთი ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, თორნიკემ ერთი სამქულიანიც ააცილა. ეფესს ანტე ჟიჟიჩმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულას 6 მოხსნა და ერთი პასი მიუმატა.
ვირტუსი 13 მოგებითა და 19 მარცხით მე-13 ადგილზეა. შენგელიას კლუბი მომდევნო ტურში ვალენსიას ეთამაშება და ბოლო მატჩს ევროლიგაზე მილანოს წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები