Thumbnail

ბოიკოტი ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირებს - უკრაინელთა პასუხი სოკ-ს

უკრაინელ სპორტსმენებს ეკრძალებათ იმ შეჯიბრებებში მონაწილეობა, რომლებშიც რუს და ბელარუს ათლეტებს დაუშვებენ. გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო და ის ვრცელდება ყველა შეჯიბრებაზე, მათ შორის პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე. 

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩიკოვის თქმით, იმ უკრაინულ სპორტულ ფედერაციას, რომლის წარმომადგენელი რუსებთან და ბელარუსებთან ერთად ტურნირში გამოვა, ეროვნული სტატუსის ჩამორთმევა დაემუქრება.

პარიზი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადება

უკრაინელთა გადაწყვეტილება პასუხია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) რეკომენდაციაზე, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის ათლეტების შეჯიბრებებში დაშვებას შეეხება. შეგახსენებთ, რომ ოთხთვიანი კონსულტაციების შემდეგ, 28 მარტს, სოკ-ის აღმასკომმა საერთაშორისო ფედერაციებს მოუწოდა, ტურნირებში ნეიტრალური სტატუსით ის რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს მხარს არ უჭერენ. საუბარია მხოლოდ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში სპორტსმენების მონაწილეობაზე. 

რუსეთისა და სოკ-ის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და თომას ბახი

შეგახსენებთ, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლა, როგორც აგრესორი ქვეყნის და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუზღუდეს. 

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები