- საერთაშორისო ოლიმპიურ ფედერაციაში უკრაინელთა მუქარას გამოეხმაურნენ
- ბოიკოტი ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირებს - უკრაინელთა პასუხი სოკ-ს
- რუსებსა და ბელარუსებს აბრუნებენ, თუმცა, ძალიან მკაცრი პირობებით
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (სოკ) უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირების ბოიკოტირების შესაძლებლობას შეეხება.
უკრაინელები იმუქრებიან, რომ არ გამოვლენ იმ შეჯიბრებებში, სადაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ.
"ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, ზიანს მხოლოდ უკრაინის სპორტულ საზოგადოებას მიაყენებენ და ვერანაირ გავლენას მოახდენენ ომზე, რომლის შეჩერება სურს მსოფლიოს და რომელსაც სოკ-ი გმობს.
სოკ-ი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება არ უნდა წყვეტდეს, რომელმა სპორტსმენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ საერთაშორისო ტურნირში. სამწუხაროდ, მსოფლიიოში ძალიან ბევრი ომი, შეიარაღებული კონფლიქტი და კრიზისია. ჩვენ კი ლამის ყველა ოლიმპიურ თამაშებში ვხედავდით, როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სპორტსმენები იმის მიუხედავად, რომ მათ ქვეყნებს შორის ომი თუ კონფლიქტი იყო", - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლა, როგორც აგრესორი ქვეყნის და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუზღუდეს. ახლახან საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაციით მიმართა, შეჯიბრებებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით დაუშვან, რასაც უკრაინელთა მხრიდან რეაქცია მოჰყვა.
კომენტარები